ავტორი:

დღის ფოტო: მაშველი ტინტო შოვში

დღის ფოტო: მაშველი ტინტო შოვში

შოვში სამაშველო-სამძებრო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

თემურ ღებრიშვილის თქმით, დღეს მდინარის კალაპოტში მძიმე ტექნიკა შეიყვანეს.

"სტიქიის ეპიცენტრში ფაქტობრივად ჩვენ მთელი ტერიტორია გვაქვს შემოწმებული, დარჩენილია რამდენიმე ასეული კვადრატული მეტრი" - განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.

სამაშველო სამუშაოებში აქტიურად არის ჩართული მაშველი ძაღლი ტინტოც.

მის ფოტოს სტიქიის ზონიდან "ფეისბუქ-გვერდი" Police Unofficial ავრცელებს.

ცნობისთვის, შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ბოლო ოფიციალური ცნობებით, სტიქიის შედეგად გარდაცვლილია 26 ადამიანი.