ავტორი:

"აზოვი“ აღდგა და საბრძოლო ამოცანებს ასრულებს" - აცხადებენ უკრაინის ეროვნულ გვარდიაში

"აზოვი“ აღდგა და საბრძოლო ამოცანებს ასრულებს" - აცხადებენ უკრაინის ეროვნულ გვარდიაში

“აზოვი“ უკვე აღდგა და ასრულებს საბრძოლო ამოცანებს. ამის შესახებ უკრაინის ეროვნული გვარდიის წარმომადგენელმა ნიკოლაი ურშალოვიჩმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, “აზოვის” ბრიგადა ლუკანსკის ოლქში მოქმედებს.

“აზოვის” სპეციალური დანიშნულების ლეგენდარული ბატალიონი აღდგა და საბრძოლო ამოცანების შესრულებას შეუდგა სერებრიანსკის რაიონში,” - განაცხადა ურშალოვიჩმა.

მან აღნიშნა, რომ “აზოვის” მებრძოლები მყარად იცავენ დაკავებულ საზღვრებს და მტერს გამანადგურებელ დანაკარგებს აყენებენ ცოცხალ ძალასა და ტექნიკაში.