ავტორი:

მარტვილში ველოსიპედით მოძრავ 15 წლის მოზარდს მანქანა დაეჯახა, იგი ადგილზე გარდაიცვალა - დაკავებულია ავტომობილის მძღოლი

მარტვილში ველოსიპედით მოძრავ 15 წლის მოზარდს მანქანა დაეჯახა, იგი ადგილზე გარდაიცვალა - დაკავებულია ავტომობილის მძღოლი
  • ფოტოზე: აკო ჯაიანი

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოში, ჭადრების ხეივნის მიმდებარედ ველოსიპედით მოძრავ 15 წლის მოზარდს მანქანა დაეჯახა. ადგილობრივების ინფორმაციით, აკო ჯაიანი ადგილზე გარდაიცვალა.

შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა. შსს -ს ინფორმაციით, სამართალდამცველების მიერ დაკავებულია ავტომობილის მძღოლი. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.