ავტორი:

რუსეთის ნოვოროსიისკის პორტში ძლიერი ხანძარია - იწვის სატვირთო ტერმინალი

რუსეთის ნოვოროსიისკის პორტში ძლიერი ხანძარია - იწვის სატვირთო ტერმინალი

ნოვოროსიისკის სატვირთო ტერმინალში მასშტაბურ ხანძარია - ამის შესახებ ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ ავრცელებს. კრასნოდარის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებით, ცეცხლი ხის პლატას გაუჩნდა და 1300 კვადრატულ მეტრ ფართობზე გავრცელდა.

„მძლავრი ხანძარია ნოვოროსიისკის სატვირთო ტერმინალში, სადაც ხის პლატას ცეცხლი გაუჩნდა. ადგილზე რამდენიმე ათეული მეხანძრე მუშაობს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ხანძრის გამომწვევი ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.