ავტორი:

ნიჟნი ნოვგოროდში უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან უკრაინის დროშა აღმართეს - მედია

ნიჟნი ნოვგოროდში უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან უკრაინის დროშა აღმართეს - მედია

რუსეთის ქალაქ ნიჟნი ნოვგოროდში უშიშროების ფედერალური სამსახურის შენობის მახლობლად უკრაინის დროშა დაკიდეს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ფაქტის ამსახველი ვიდეო მასალა სოციალურ მედიაში გამოქვეყნდა.

გავრცელებული ინფორმაციით, დროშა ელექტროგადამცემი ხაზებიდან დაკიდეს და მოგვიანებით, ადგილობრივმა სახანძრო სამსახურის თანამშრომლებმა ჩამოხსნეს.

ნიჟნი ნოვგოროდი მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით რუსეთის სიდიდით მეექვსე ქალაქია და მოსკოვიდან აღმოსავლეთით, დაახლოებით 400 კმ-ში მდებარეობს.