ავტორი:

ლუსი ლეტბის უმძიმესი დანაშაულები - დიდ ბრიტანეთში 33 წლის მედდა 7 ჩვილის მკვლელობასა და 6 -ის მკვლელობის მცდელობაში დამნაშავედ ცნეს

ლუსი ლეტბის უმძიმესი დანაშაულები -  დიდ ბრიტანეთში 33 წლის მედდა 7 ჩვილის მკვლელობასა და 6 -ის მკვლელობის მცდელობაში დამნაშავედ ცნეს

ბრიტანულმა სასამართლომ ექთანი ლუსი ლეტბი შვიდი ბავშვის მკვლელობაში დამნაშავედ ცნო. ქალმა ახალშობილები ინექციის საშუალებით, კანში ჰაერისა და ინსულინის შეყვანით 2015 წლის ივნისიდან 2016 წლის ივნისამდე დახოცა. მაშინ ლუსი ლეტბი ჩესტერის ოლქში მდებარე NHS საავადმყოფოში მუშაობდა.

ლეტბი ასევე დამნაშავედ იქნა ცნობილი საავადმყოფოს ახალშობილთა პალატაში ექვსი ბავშვის მკვლელობის მცდელობაში იგივე მეთოდების გამოყენებით.

პროკურორებმა განაცხადეს, რომ მათ სჭირდებოდათ 28 დღე განხილვისთვის, რათა გადაწყვიტონ მოეთხოვონ თუ არა განმეორებითი სასამართლო განხილვა ექვს ახალ ბრალდებაზე (რომლებიც კიდევ ოთხ ახალშობილის მკლელობას მოიცავს). მათ ეს გადაწყვეტილება 15 სექტემბრამდე უნდა მიიღონ.

მანჩესტერის სასამართლო განაჩენი 21 აგვისტოს დილის 10 საათზე უნდა გამოაცხადოს.

ახალშობილთა განყოფილების წამყვანმა კონსულტანტმა, სადაც ლუსი ლეტბი მუშაობდა, BBC-ს განუცხადა, რომ საავადმყოფოს ხელმძღვანელობამ დროულად ვერ გამოიკვლია მედდასთან დაკავშირებული ბრალდებები და ცდილობდნენ ექიმების გაჩუმებას.

მენეჯმენტმა ასევე დააგვიანა პოლიციასთან დაკავშირება, მიუხედავად იმისა, რომ თვეების განმავლობაში აფრთხილებდნენ, რომ არსებობდა საფუძვლანი ვარაუდი, რომ მედდამ ჩვილები დახოცა.

განყოფილების წამყვანმა კონსულტანტმა, დოქტორმა სტივენ ბრეიმ პირველად ეჭვი ლეტბის მისამართით 2015 წლის ოქტომბერში გამოთქვა, თუმცა ამას არანაირი ქმედება არ მოჰყოლია, რის შემდეგაც ქალმა კიდევ ხუთი ბავშვის მოკვლა სცადა, მათგან ორის მოკვლა მართლაც შეძლო.

BBC-მ გამოიკვლია, რა მიზეზით მიიტანეს ეჭვი ლეტბიზე, როგორც დამნაშავეზე. ჟურნალისტები გაესაუბრნენ დეპარტამენტის წამყვან კონსულტანტს, რომელმაც პირველად გამოთქვა შეშფოთება ლეტბის შესახებ და განიხილა საავადმყოფოს ჩანაწერები. გამოძიებამ გამოავლინა მრავალი საშინელი შეცდომა, რამაც გააჩინა კითხვები, რამდენად სწორად რეაგირებდა საავადმყოფო ჩვილების სიკვდილზე. წყარო

წაიკითხეთ ასევე: