ავტორი:

პრემიერ-მინისტრმა კელი დეგნანთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

პრემიერ-მინისტრმა კელი დეგნანთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში კელი დეგნანთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრისას მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და აშშ-ს შორის არსებულ სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას და მიმოიხილეს თანამშრომლობის პრიორიტეტული დღის წესრიგი.

"მთავრობის მეთაურმა აშშ-ის ელჩს მადლობა გადაუხადა გაწეული საქმიანობისთვის და წარმატებები უსურვა.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას აშშ-ის საელჩოს ეკონომიკური განყოფილების ხელმძღვანელი ჯინ ფოსტერი ესწრებოდა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.