ავტორი:

უბედური შემთხვევა რიკოთის უღელტეხილზე - საამქროში, სადაც მშენებლობისთვის საჭირო კონსტრუქციებს ამზადებენ, ერთი მუშა დაიღუპა, ერთი კი დაშავდა

უბედური შემთხვევა რიკოთის უღელტეხილზე - საამქროში, სადაც მშენებლობისთვის საჭირო კონსტრუქციებს ამზადებენ, ერთი მუშა დაიღუპა, ერთი კი დაშავდა

რიკოთის უღელტეხილზე, სურამი-ჩუმათელეთის მონაკვეთზე ერთი მუშა დაიღუპა, ხოლო ერთი კი მსუბუქად დაშავდა.

არსებული ინფორმაციით, დაღუპული ჩინეთის, ხოლო დაშავებული მუშა კი საქართველოს მოქალაქეა, რომელიც ამ დროისთვის, საავადმყოფოშია გადაყვანილი.

გავრცელებული ცნობებით, შემთხვევა საამქროს ტერიტორიაზე მოხდა, სადაც მშენებლობისთვის საჭირო კონსტრუქციებს ამზადებენ.

როგორც"ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.