ავტორი:

"საქართველოს მოქალაქეებმა 108 000 ლარზე მეტი შევაგროვეთ და 4 წლის ლუსის ბინა შევუძინეთ" - უპრეცედენტო სოლიდარობა და ფოტოები გოგონას ახალი ბინიდან

"საქართველოს მოქალაქეებმა 108 000 ლარზე მეტი შევაგროვეთ და 4 წლის ლუსის ბინა შევუძინეთ" - უპრეცედენტო სოლიდარობა და ფოტოები გოგონას ახალი ბინიდან

"საქართველოს მოქალაქეებმა ერთად, 108 000 ლარზე მეტი შევაგროვეთ და დღეს, 4 წლის ლუსის ბინა შევუძინეთ" - ამის შესახებ ინფორმაციას რაჭის ახალგაზრდული ასამბლეა ავრცელებს.

"რაჭის ახალგაზრდული ასამბლეისა" და "რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის თვითმმართველობის რესურს ცენტრი"-ს გუნდი მადლობას გიხდით საზოგადოების თითოეულ წევრს უპრეცედენტო სოლიდარობისა და ნდობისთვის.

მადლობა მედიასაშუალებებს, რომლებიც დაგვეხმარნენ, რომ სათქმელი თითოეულ თქვენგანამდე მოგვეტანა. ასევე, მადლობას ვუხდით რაჭის ახალგაზრდული ასამბლეის წევრებს, ახალგაზრდებს, რომლებმაც რაჭისთვის ამ მძიმე დღეებში, მასშტაბური კამპანია მართეს და დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანეს.

განსაკუთრებული მადლობა ემიგრანტებს.

კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებთ ქვეყანას შოვის ტრაგედიას, ჩვენ კი გავაგრძელებთ მუშაობას რაჭისა და რაჭველი ახალგაზრდების უკეთესი მომავლისთვის" - ნათქვამია საზოგადოებრივი ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, გლოლელი სოფო ბაკურაძე 23 წლის მარტოხელა დედა იყო, შოვის კოტეჯებში დამლაგებლად მუშაობდა და 4 წლის შვილს ზრდიდა. გლოლაში ის 15 აგვისტოს დაკრძალეს.

სოფოს მშობლები და ორი სტუდენტი ძმა გლოლაში ცხოვრობენ. ლუსიზე მეურვეობის აღებას ოჯახი აპირებს.