პროკურატურამ არასამთავრობო ორგანიზაცია "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" მოთხოვნა დააკმაყოფილა და შოვის ტრაგედიის დროს გარდაცვლილი ახალგაზრდას, დავით ბერიაშვილის დედა, დაზარალებულის უფლებამონაცვლედ სცნო. "აღნიშნული გადაწყვეტილებით, პროკურატურამ დაადგინა, რომ დავით ბერიაშვილის გარდაცვალება დანაშაულის შედეგია"- ამბობენ ორგანიზაციაში და დაზარალებულის უფლებამონაცვლის ინტერესების დაცვას ისინი გააგრძელებენ. პერიოდულად კი საზოგადოებას მიაწვდიან სიახლეებს საქმის განვითარებასთან დაკავშირებით.
ორგანიზაციის განცხადებაში აღნიშნულია ისიც, რომ პროკურატურამ უარი თქვა მათ მოთხოვნაზე, რომელიც შეეხებოდა სისხლის სამართლის საქმის პროკურატურისთვის გადაცემას, გამოძიების მიზნით.
ანა თავხელიძე, ადვოკატი, `პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის:
- გუშინ ჩავერთეთ ამ საქმეში. ვიცავთ დავით ბერიაშვილის დედის ინტერესებს. პროკურატურისგან ვითხოვდით დაზარალებულის უფლებამონაცვლედ დედის ცნობას სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე, სამოხელეო დანაშაულის ფარგლებში. რადგან ვთვლით, რომ ადგილი ჰქონდა პასუხისმგებელი პირების მხრიდან, საჯარო მოხელეების მხრიდან თავიანთი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებას. ვითხოვდით ამ კვალიფიკაციით მომხდარიყო დედის დაზარალებულად ცნობა.
ამ ნაწილში პროკურატურამ ნაწილობრივ დააკმაყოფილა ჩვენი მოთხოვნა, გვაღიარა დაზარალებულის უფლებამონაცვლედ, თუმცა გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით, 116 მუხლით. პრობლემა ამ გადაწყვეტილებაში არის ის, რომ სამოხელეო დანაშაული, ანუ საჯარი პასუხისმგებლობა სახელმწიფოსი გაიტანა ამ შეფასებით პროკურატურამ, რასაც არ ვეთანხმებით. ასევე ვითხოვდით, რომ კვალიფიკაცია დაზუსტებულიყო და გამოძიებაში დამატებოდა სხვა მუხლები, როგორიც არის ადამიანის განსაცდელში მიტოვება და სამსახურებრივი გულგრილობა. ამ ნაწილში ჯერჯერობით საბოლოო გადაწყვეტილება არ არის მიღებული, ჩვენთვის არ უცნობებიათ. მესამე მოთხოვნა კი იყო გამოსაძიებლად საქმე დაქვემდებარებოდა პროკურატურას და საქმიდან სრულად გამოთიშული ყოფილიყო შს სამინისტრო, რადგან ჩვენი შეფასებით და არა მხოლოდ ჩვენი შეფასებით, ფაქტია, შს სამინისტრო იყო ყველაზე აქტიურად ჩართული ამ პროცესებში და კანონით ევალებოდ მას ეფექტური რეაგირება.
ვინაიდან ამ ნაწილშიც ბევრი კითხვის ნიშანი არის ამ დრომდე ვსაუბრობთ, რომ იქ განსაცდელში მიატოვეს ადამიანები, ამიტომ ცხადია, უწყება თავის ქმედებებს ვერ გამოიძიებს და უნდა გადაეცეს პროკურატურას. თუმცა ამ ნაწილში პროკურორმა ზეპირად განგვიმარტა, რომ არ დააკამყოფილა ჩვენი ეს მოთხოვნა და მხოლოდ და მხოლოდ დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობის ნაწილში დაკმაყოფილდა ესეც არა იმ კვალიფიკაციით, რითაც ვითხოვდით საქმის დაკვალიფიცირებას. ასევე პროკურორს მოვთხოვეთ არაერთი მტიცებულების მოპოვება, მათ შორის თვითმხილველი მოწმეების გამოკითხვა და დოკუმენტების გამოთხოვა სხვადასხვას უწყებებიდან, რაც ადასტურებს, იმას რომ აქ სახელმწიფოს და საჯარო მოხელეების ბრალეულობაა...წაიკითხეთ სრულად
წაიკითხეთ ასევე: