ავტორი:

"მე თვითონ არ მჯერა იმის, რასაც ახლა ვწერ" - ცნობილი უკრაინელი მსახიობი ოლექსი ხილსკი ოკუპანტებთან ბრძოლისას დაიღუპა: რას წერს მისი მეუღლე?

"მე თვითონ არ მჯერა იმის, რასაც ახლა ვწერ" - ცნობილი უკრაინელი მსახიობი ოლექსი ხილსკი ოკუპანტებთან ბრძოლისას დაიღუპა: რას წერს მისი მეუღლე?

ზაპოროჟიის მიმართულებით ცნობილი უკრაინელი მსახიობი ოლექსი ხილსკი რუს დამპყრობლებთან ბრძოლაში დაიღუპა. ამის შესახებ მისმა მეუღლემ განაცხადა.

ინფორმაცია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ოლექსის მეუღლემ დაწერა. სტატუსში ქალი აღნიშნავს, რომ ოლექსეი საბრძოლო მისიის დროს დაიღუპა.

"ვწერ, მაგრამ მე თვითონ არ მჯერა ამის ბოლომდე. ლეშა გარდაიცვალა. ის საუკეთესო იყო მათ შორის, ვისაც ვიცნობ. საუკეთესო! ყველაზე ლამაზი! ყველაზე ნიჭიერი! ყველაფერს, რაც მან წამოიწყო, აკეთებდა გრძნობით. მას სიცოცხლის წყურვილი ჰქონდა! ძალიან უყვარდა სიცოცხლე! მიყვარხარ, ჩემო მეომარო", - წერს ნადეჟდა.

ცნობილია, რომ ალექსეი ბრძოლაში ორჯერ დაშავდა, მაგრამ მაინც ფრონტზე დაბრუნდა. ის იყო ყველაზე ცხელ წერტილებში - მონაწილეობდა ხერსონში შეტევაში, იცავდა ბახმუტს და სოლედარს.

რა არის ცნობილი ოლექსეი ხილსკის შესახებ

ოლექსეი ხილსკი დაიბადა დნეპროძერჟინსკში. სამსახიობო კარიერა 2013 წელს დაიწყო. მან ითამაშა ისეთ ფილმებში, როგორებიცაა "ციხე", "ადგილი მზეზე", "ლამაზი ქალბატონი", "შენს გვერდით", "სნიფერი" და სხვა.