ზაზა მესხის უფროსი შვილის გარდაცვალება დადასტურდა. ინფორმაციად სოციალურ ქსელში მესხის ყოფილი მეუღლე ავრცელებს:
"მე-16 დღე: სევდიანი სიახლეday 16: sad news (English text below)ნაპოვნია და დნმ-ანალიზით დადასტურდა ერთი ჩემი და Zaza Meskhiს შვილის ცხედარი. ტანსაცმლის, სიმაღლის და კბილების მიხედვით პოლიციასთან ერთად დავასკვენით, რომ ეს უნდა იყოს ჩემი ორი დაკარგული ბიჭებისგან უფროსი. მშვიდობით განისვენოს.
და მინდა გავიმეორო ჩემთვის მნიშნელოვანი თხოვნა: გთხოვთ, არ გააზიაროთ ბავშვების სახელები სოციალურ ქსელებში... 🙏🏻UPD. კომენტარებში ვხედავ, რომ სახელის ნაცვლად წერთ "პატარა ანგელოზი"; ის ახლა ძალიან უხდება... მადლობა" - წერს ზაზა მესხის ყოფილი მეუღლე.
ამ დრომდე ეძებენ ზაზა მესხსა და მის კიდევ ორ შვილს, ხოლო მისი მეუღლის ცხედარი სტიქიიდან მალევე იპოვეს.
ონის მუნიციპალიტეტის მერის სერგო ხიდეშელის განცხადებით, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, შოვის ტრაგედიის შედეგად 27 ადამიანი გარდაიცვალა, რომელთაგან 25-ია იდენტიფიცირებული. ონის მერის განცხადებით, 6 მოქალაქის სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.
"მოგეხსენებათ, გაზრდილია საძიებო სამუშაოების არეალი როგორც მდინარე ჭანჭახის, ასევე მდინარე რიონის კალაპოტში. მინდა, მადლობა ვუთხრა ყველა ჩართულ პირს, ყველა სტრუქტურას, ყველა სტრუქტურის წარმომადგენელს, ასევე მუნიციპალიტეტის მერებს, ჩემს კოლეგებს, გვერდში დგომისთვის“,- განაცხადა სერგო ხიდეშელმა.