ავტორი:

კანადაში ხანძრის ასობით კერას ებრძვიან: ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული - ხელისუფლებამ 15 000-მდე ოჯახის ევაკუაციის განკარგულება გასცა

კანადაში ხანძრის ასობით კერას ებრძვიან: ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული -  ხელისუფლებამ 15 000-მდე ოჯახის ევაკუაციის განკარგულება გასცა

კანადის პროვინცია ბრიტანეთის კოლუმბიაში, ტყის ხანძრების გამო, ხელისუფლებამ დაახლოებით 15 000 ოჯახისთვის ევაკუაციის განკარგულება გასცა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, პროვინციაში, სადაც ხანძრის ასობით კერას ებრძვიან, საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

გარემოსდაცვის მინისტრის, შეინ ტომპსონის განცხადებით, მხოლოდ ქალაქ იელოუნაიფიდან, რომლის მოსახლეობა 20 000 ადამიანს შეადგენს, დაახლოებით 19 000 მოქალაქის ევაკუაცია განხორციელდა.

"თუ ჯერ კიდევ იელოუნაიფში ხართ, გთხოვთ, დატოვოთ", - განაცხადა მინისტრმა და მოსახლეობა გააფრთხილა, რომ ტყის ხანძრის შედეგად, შესაძლოა, საავტომობილო გზები და აეროპორტი დაზიანდეს.

პროვინციის პრემიერის, დევიდ ების განცხადებით, სიტუაცია სწრაფად იცვლება და ხელისუფლება მომდევნო დღეებში მდგომარეობის კიდევ უფრო გართულებისთვის მზადაა.