ავტორი:

"სადახლოში, ქმარმა ცოლს დანით, გულმკერდის არეში დაზიანება მიაყენა. დაზარალებული საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა" - პროკურატურა მარნეულში მომხდარ მკვლელობზე

"სადახლოში, ქმარმა ცოლს დანით, გულმკერდის არეში დაზიანება მიაყენა. დაზარალებული საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა" - პროკურატურა მარნეულში მომხდარ მკვლელობზე

საქართველოს პროკურატურამ მარნეულის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 19 აგვისტოს, სოფელ სადახლოში, ქმარმა ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე ცოლს დანით, გულმკერდის არეში სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანება მიაყენა. დაზარალებული, მიყენებული ჭრილობების შედეგად საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის ,,კ’’ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

ასევე იხილეთ: