ავტორი:

"გარშემო ყველა ჩემს პირად ოპერატორს ეპრანჭება..." - ნუკი კოშკელიშვილი ქმარ-შვილთან ერთად საქართველოში ისვენებს

"გარშემო ყველა ჩემს პირად ოპერატორს ეპრანჭება..." - ნუკი კოშკელიშვილი ქმარ-შვილთან ერთად საქართველოში ისვენებს

მოდელი და ტელეწამყვანი ნუკი კოშკელიშვილი ფაქტობრივად ორ ქვეყანაში ცხოვრობს - საქართველოსა და ამერიკაში. რამდენიმე თვე ამერიკაშია, შემდეგ ასევე რამდენიმე თვეს საქართველოში ატარებს შვილთან ერთად და ხანდახან ამერიკელი ქმარი, ბენიც ჩამოდის ხოლმე ცოლის სამშობლოში.

ამჯერადაც ჩამოაკითხა ბენმა ცოლ-შვილს საქართველოში და ზაფხულის ცხელ დღეებს მათთან ერთად ატარებს შავი ზღვის სანაპიროზე.

"რა კარგი ყოფილა დასვენება კარგ ადგილას, კეთილ გარემოში და ჯადოქრობაში… უბრალოდ, ყველა გარშემო ჩემს პირად ოპერატორს რომ ეპრანჭება და თვალებს უპაჭუნებს, მიწევს მერე მეც გაბზიკვები და ტუჩების პრუწკვები", - წერს ნუკი. განაგრძეთ კითხვა