ავტორი:

რუსული სპეცსამსახურები პუტინს შოიგუს გადაყენებას და სრულმასშტაბიანი მობილიზაციის გამოცხადებას სთხოვენ - რას წერს Bloomberg-ი?

რუსული სპეცსამსახურები პუტინს შოიგუს გადაყენებას და სრულმასშტაბიანი მობილიზაციის გამოცხადებას სთხოვენ - რას წერს  Bloomberg-ი?

რუსულ სპეცსამსახურებში "მკაცრი ხაზის" მომხრეები ვლადიმერ პუტინს მოუწოდებენ, გაათავისუფლოს თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ და გენერალური შტაბის უფროსი ვალერი გერასიმოვი, გამოაცხადოს სრული მობილიზაცია და გადავიდეს უფრო აგრესიულ ომზე. ამის შესახებ Bloomberg კრემლთან დაახლოებულ ადამიანებზე დაყრდნობით წერს.

სტატიაში აღნიშნულია, რომ რუსული სამხედრო ელიტის ზოგიერთი წარმომადგენელი თავის მხრივ გაკვირვებულია ევგენი პროგოჟინის აჯანყების მიმართ პუტინის სუსტი რეაქციით. გამოცემის თანახმად, ამ ფაქტმა ოფიციალური პირები შეაშფოთა, რასაც შიდა დაპირისპირება მოჰყვა.

მედიას წყაროდ მოყავს ხუთი სხვადასხვა ადამიანი, რომელთა თანახმადაც რუსეთის უშიშროების სამსახურს შოიგუს ჩანაცვლება სურს, რათა ომის უფრო აგრესიულ ფაზაზე გადავიდეს, მათი მტკიცებით, ამისათვის აუცილებელია სრულმასშტაბიანი მობილიზაცია და ქვეყანაში საომარი მდგომარეობის გამოცხადება.

ამ დროისთვის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ და რუსეთის ფედერაციის გენერალური შტაბის უფროსი ვალერი გერასიმოვი თანამდებობებზე რჩებიან.

Bloomberg-ის ორი წყაროს თანახმად, პრიგოჟინის მცდელობას, გადაეყენებინა ორი ოფიციალური პირი, გარკვეული მხარდაჭერა ჰქონდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან.

ევგენი პრიგოჟინის მიერ რუსეთში სამხედრო არეულობის დაწყებიდან რამდენიმე საათში, ქვეყნის შიდა უსაფრთხოების სამსახურმა რამდენიმე მაღალი რანგის სამხედრო ოფიცერი დააკავა, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ასევე დაკავებული იყო უკრაინაში რუსეთის საოკუპაციო ძალების მეთაურის მოადგილე და რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების მთავარსარდალი, გენერალი სერგეი სუროვიკინი.