ვერ ვხვდები, რატომ წავიდნენ რუსები მთვარეზე. დიახ, იქ არის მიწა, მაგრამ არც სარეცხი მანქანებია და არც უნიტაზები, რომ მოიპარონ, - ასე ეხმაურება ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი, თომას ჰენდრიკ ილვესი რუსეთის მთვარის ჩაშლილ მისიას.
შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ რუსული კოსმოსური ხომალდი, Luna-25, რომელიც მთვარეზე უნდა დაშვებულიყო, მთვარის ზედაპირს შეეჯახა და განადგურდა.
"წინასწარი ანალიზის შედეგების მიხედვით, ფაქტობრივი იმპულსური პარამეტრების გამოთვლიდან გადახრის გამო, კოსმოსური ხომალდი გადავიდა არასაპროექტო ორბიტაზე და შეწყვიტა არსებობა მთვარის ზედაპირთან შეჯახების შედეგად”, - ნათქვამია Roscosmos-ის მოხსენებაში.
"კოსმოსური ხომალდის დაკარგვის მიზეზების გარკვევის საკითხებს განიხილავს სპეციალურად შექმნილი უწყებათაშორისი კომისია“, - აცხადებენ როსკოსმოსში.
კავშირი პლანეტათაშორის ავტომატურ სადგურთან "Луна -25" 19 აგვისტოს შეწყდა, მას შემდეგ, რაც გაცემული იყო იმპულსი წინასწარი სადესანტო ორბიტის შესაქმნელად.
პირველი მთვარის მისია რუსეთის თანამედროვე ისტორიაში 11 აგვისტოს დაიწყო. ლუნა-25 ავტომატური პლანეტათაშორისი სადგური "ვოსტოჩნის" კოსმოდრომიდან გაუშვეს.
წაიკითხეთ ასევე: