ავტორი:

"დაკავებულთა შორის 15 წლის გოგონები იყვნენ, მამაკაცებს მათი გაუპატიურება უბრძანეს. ერთმა უარი თქვა, ის ადგილზე მოკლეს“ - დანაშაულები კაცობრიობის წინაშე საუდის არაბეთის საზღვართან

"დაკავებულთა შორის 15 წლის გოგონები იყვნენ, მამაკაცებს მათი გაუპატიურება უბრძანეს. ერთმა უარი თქვა, ის ადგილზე მოკლეს“ - დანაშაულები კაცობრიობის წინაშე საუდის არაბეთის საზღვართან

საუდის არაბეთის მესაზღვრეებს ასობით ეთიოპელის მკვლელობაში ედებათ ბრალი - ამის შესახებ ინფორმაციას Human Rights Watch ავრცელებს. მოხსენებაში ნათქვამია, რომ მიგრანტები, რომლებიც ომის შედეგად, საუდის არაბეთის საზღვრის გადაკვეთას იემენიდან ცდილობდნენ, საზღვართან დახვრიტეს.

ნიუ-იორკში დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებით, მკვლელობები 2022 წლის მარტიდან 2023 წლის ივნისამდე ხდებოდა და დღემდე გრძელდება.

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის თანახმად, გარდაიცვალა 795 ადამიანი და "მათი უმეტესობა ეთიოპელი იყო“

მოწმეთა ჩვენებებში აღწერილია მასობრივი ფატალური ამბები, რომლის დროსაც ქალები და ბავშვები დაიღუპნენ. გადარჩენილთა თქმით, ისინი ცეცხლსასროლი იარაღის, ასაფეთქებელი ნივთიერების და საარტილერიო დაბომბვის სამიზნეში იყვნენ.

"30 ადამიანის ცხედარი დავინახე. ამას ვერასდროს წარმოვიდგენდი“, - ამბობს 14 წლის გოგონა ჟურნალისტებთან საუბრისას და აგრძელებს: "არასდროს შევსწრებივარ მსგავს ძალადობას ქალებისა და ბავშვების წინააღმდეგ“.

"ვერც კი შევამჩნიე, რომ მესროლეს, მაგრამ როცა ადგომა და სიარული ვცადე, მივხვდი, რომ ფეხის ნაწილი აღარ მქონდა", - ჰყვება კიდევ ერთი გადარჩენილი.

"მესაზღვრეებმა დააკავეს 5-კაციანი ჯგუფი, მათ შორის ორი 15 წლის გოგონა. მამაკაცებს მათი გაუპატიურება უბრძანეს, ერთმა უარი თქვა, ის ადგილზე მოკლეს“, - ამბობს ერთ-ერთი არასრულწლოვანი.

საუდის არაბეთი სისტემური მკვლელობების ბრალდებებს უარყოფს. Human Rights Watch - ი მათ საქციელს "კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულს“ უწოდებს და გაეროს მომხდართან დაკავშირებით გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდებს.