რუსეთის ქალაქ ვლადიმირში შაურმით მოწამლულთა რიცხვი 107 ადამიანამდე გაიზარდა, მათ შორის 23 ბავშვია, მოწამლულთა თითქმის ნახევარი ჰოსპიტალიზირებულია.
ამის შესახებ ვლადიმირის რეგიონის გუბერნატორმა ალექსანდრე ავდეევმა ტელეგრამის არხზე განაცხადა .
მომხდარზე როსპოტრებნადზორის რეგიონალურმა განყოფილებამ სანიტარული და ეპიდემიოლოგიური გამოძიება დაიწყო.
"მოწამულთა ნაწილს სალმონელოზის დიაგნოზი დაუსვეს. ზედამხედველობის უწყებებმა ქალაქში ხუთი პუნქტი გამოავლინეს და დალუქეს, სადაც მომხმარებლები მოიწამნენ" - წერს ავდეევი.