ავტორი:

ახალი გამოკითხვის მიხედვით, დონალდ ტრამპის ლიდერობა ჯორჯიას შტატში მის მიმართ ახალი ბრალდებების წაყენების შემდეგ გაიზარდა - The Gardian

ახალი გამოკითხვის მიხედვით, დონალდ ტრამპის ლიდერობა ჯორჯიას შტატში მის მიმართ ახალი ბრალდებების წაყენების შემდეგ გაიზარდა - The Gardian

The Gardian-ის ინფორმაციით, ახალი გამოკითხვის მიხედვით, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ლიდერობა ჯორჯიას შტატში მის მიმართ ახალი ბრალდებების წაყენების შემდეგ გაიზარდა. კერძოდ, გამოკითხვის თანახმად, დონალდ ტრამპი უახლოეს კონკურენტს, ფლორიდის გუბერნატორს, რონ დესანტის 23%-ით უსწრებს.

"გამოკითხვა The Des Moines Register-ის, NBC News-ის და Mediacom-ის მიერ ჩატარდა და ის აჩვენებს, რომ ჯორჯიას შტატში დონალდ ტრამპის მიმართ ახალი ბრალდებების წაყენების შემდეგ, მისი უპირატესობა მნიშვნელოვნად გაიზარდა“, - ნათქვამია განცხადებაში.

ამჟამად პრეზიდენტობის მსურველ ტრამპს „რესპუბლიკელების“ 42% უჭერს მხარს, დესანტის - 19%, ხოლო მესამე ადგილს 9%-ით სამხრეთ კაროლინას სენატორი, ტომ სკოტი იკავებს.