ავტორი:

"გუშინ საღამოს ბათუმიდან ჩამოვფრინდი თბილისში, დილით გერმანიაში გამოვფრინდი. ყველგან მოსკოვი როგორ გელანდებათ? წარმატებები გეოგრაფიაში!" - მამუკა ხაზარაძე ტელეკომპანია "იმედს"

"გუშინ საღამოს ბათუმიდან ჩამოვფრინდი თბილისში, დილით გერმანიაში გამოვფრინდი. ყველგან მოსკოვი როგორ გელანდებათ? წარმატებები გეოგრაფიაში!" - მამუკა ხაზარაძე ტელეკომპანია "იმედს"

პარტია "ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე "ფეისბუქის" მეშვეობით ტელეკომპანია "იმედს" მიმართავს.

"გუშინ საღამოს ბათუმიდან ჩამოვფრინდი თბილისში, დილით გერმანიაში გამოვფრინდი. ყველგან მოსკოვი როგორ გელანდებათ?ეს ბათუმის ბილეთები თუ გინდათ, სელფისაც დაგიდებთ გერმანიის ლამაზი ხედებით, იქნებ მოსკოვისგან გაარჩიოთ წარმატებები გეოგრაფიაში!" - წერს ხაზარაძე და ბილეთების ფოტოებს აქვეყნებს.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ "იმედმა" გააშუქა "ხალხის ძალის“ წევრის ზურაბ ქადაგიძის მიმართვა ხაზარაძისადმი.

სოციალურ ქსელში ქადაგიძემ მამუკა ხაზარაძისთვის აეროპორტში გადაღებული ფოტოები გაავრცელა და მას შემდეგი კითხვით მიმართა.

„ჯერ თქვენს პასუხს დაველოდები, მაგრამ მაინცდამაინც ნუ დაიწყებთ, სასწაული ანტიპუტინისტი რუსები ჩამოვიდნენ და იმათ ვხვდებოდითო. აბა გისმენთ“,- წერს ზურაბ ქადაგიძე.

"რა ხდებოდა მოსკოვი-თბილისის რეისზე? ჯერ თქვენს პასუხს დაველოდები, მაგრამ მაინცდამაინც ნუ დაიწყებთ, სასწაული ანტიპუტინისტი რუსები ჩამოვიდნენ და იმათ ვხვდებოდითო. აბა, გისმენთ" - წერს ხაზარაძე.