ავტორი:

"საბერძნეთი F-16-ის ტიპის თვითმფრინავებზე უკრაინელ პილოტებს მოამზადებს" - ზელენსკი

"საბერძნეთი F-16-ის ტიპის თვითმფრინავებზე უკრაინელ პილოტებს მოამზადებს" - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი საბერძნეთის პრემიერ-მინისტრს, კირიაკოს მიცოტაკისს შეხვდა. როგორც შეხვედრის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, საბერძნეთი საავიაციო კოალიციას უერთდება.

"დღეს გვაქვს მნიშვნელოვანი შედეგი საავიაციო კოალიციისთვის: საბერძნეთი F-16-ის ტიპის თვითმფრინავებზე ჩვენ პილოტებს მოამზადებს", - განაცხადა ზელენსკიმ.

მან ასევე საბერძნეთის პრემიერს მადლობა გადაუხადა, უკრაინის თავისუფლებისთვის მეტი დახმარების აღმოჩენის მზადყოფნისთვის.