ავტორი:

"მოსკოვსა და ბრიანსკის ოლქებში კიევის რეჟიმის ტერაქტების მცდელობა აღიკვეთა, განადგურებულია 4 დრონი" - რუსეთის თავდაცვის სამინისტრო

"მოსკოვსა და ბრიანსკის ოლქებში კიევის რეჟიმის ტერაქტების მცდელობა აღიკვეთა, განადგურებულია 4 დრონი" - რუსეთის თავდაცვის სამინისტრო

რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა მოსკოვის ოლქში ორი უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს, კიდევ ორი კი - რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებით ბრიანსკის ოლქში ჩაახშეს, - ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

"აღიკვეთა კიევის რეჟიმის მცდელობა, უპილოტო საფრენი აპარატებით ტერორისტული თავდასხმები განეხორციელებინა. საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ორი უპილოტო საფრენი აპარატი აღმოაჩინა, რადიოელექტრონული ბრძოლის სისტემებით ჩაახშეს და ბრაიანსკის ოლქის ტერიტორიაზე ჩამოაგდეს, საჰაერო თავდაცვის სისტემებით ორი უპილოტო საფრენი აპარატი აღმოაჩინეს და გაანადგურეს მოსკოვის ოლქის ტერიტორიაზეც", - აცხადებენ სამინისტროში.

თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, "აღკვეთილ ტერაქტებს" მსხვერპლი არ მოჰყოლია.