ავტორი:

"აშშ მზადაა, უკრაინელი მფრინავების F-16-ებზე წვრთნაში ჩაერთოს, მაგრამ არსებობს პირობა..." - პენტაგონი

"აშშ მზადაა, უკრაინელი მფრინავების F-16-ებზე წვრთნაში ჩაერთოს, მაგრამ არსებობს პირობა..." - პენტაგონი

აშშ მზადაა, მონაწილეობა მიიღოს უკრაინელი მფრინავების F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებზე წვრთნებში, თუ იმაზე მეტი მფრინავის მომზადება იქნება საჭირო, ვიდრე ევროპელებს შეუძლიათ მოამზადონ, - ამის შესახებ პენტაგონის პრესსპიკერის მოადგილემ, საბრინა სინგმა განაცხადა.

"აშშ მზადაა, მონაწილეობა მიიღოს უკრაინელი მფრინავების წვრთნაში, თუ მათი რიცხვი იმაზე მეტი იქნება, ვიდრე ევროპის ქვეყნებს შეუძლიათ მოამზადონ. ეს არის პირობა. თუ დანია და ნიდერლანდები უხელმძღვანელებენ წვრთნებს და მათ უბრალოდ არ ექნებათ შესაძლებლობა მოამზადონ იმდენი მფრინავი, რამდენის გაგზავნასაც უკრაინა აპირებს, მაშინ ჩვენ დავეხმარებით", - აღნიშნა პენტაგონის წარმომადგენელმა.

მისი თქმით, მფრინავების საერთო რაოდენობას, რომლებსაც წვრთნები დასჭირდებათ, უკრაინელები დაადგენენ.