ავტორი:

"რა ვისწავლეთ პანდემიის დროს... შესაძლოა, მსგავსი გამოწვევები განმეორდეს ახალი შტამების გამოჩენით, გლობალური დათბობით ან კლიმატის ცვლილებით" - ამირან გამყრელიძე

"რა ვისწავლეთ პანდემიის დროს... შესაძლოა, მსგავსი გამოწვევები განმეორდეს ახალი შტამების გამოჩენით, გლობალური დათბობით ან კლიმატის ცვლილებით" - ამირან გამყრელიძე

მთავარი რეკომენდაციაა, ანალიზი ჩატარდეს ქვეყანაში, თუ რა ვისწავლეთ პანდემიის დროს, როგორ უნდა მოვემზადოთ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საფრთხეებისთვის. ყველა ქვეყანა აკეთებს ანალიზს, გასული სამი წლის განმავლობაში, რა გამოცდილება მიიღეს კორონავირუსის პანდემიისას, რა უნდა ყოფილიყო უკეთესად გაკეთებული და როგორ უნდა ვიყოთ მზად მომავალი გამოწვევებისთვის, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ყოფილმა ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ "ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, სექტემბერში, გაეროში, მაღალი დონის შეხვედრაზე განიხილავენ ე.წ. მზადყოფნის რეჟიმებს. საუბარი იქნება საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველ მოვლენებზე, მათ შორის, განიხილება პანდემიებისადმი მზადყოფნაც.

"ყველა თანხმდება და გამოცდილებამ აჩვენა, რომ პანდემიებთან ერთად, ერთ-ერთი გამოწვევა არის კლიმატის ცვლილება და გლობალური დათბობა. ალბათ, წელს იგრძენით, რომ ჩვენთანაც მაღალი ტემპერატურა ფიქსირდებოდა. მთელი რიგი შედეგები აქვს ამ ყველაფერს. ამიტომ სექტემბერში, გაეროს მაღალი დონის შეხვედრაზე განიხილავენ ე.წ. მზადყოფნის რეჟიმებს. იცით, რომ მაისში, იაპონიაში "დიდი შვიდიანის“ შეხვედრაზე, საყოველთაო ჯანდაცვასთან ერთად მთავარ პრობლემად იდგა მზადყოფნის რეჟიმები.

ყველა ქვეყანა აკეთებს ანალიზს, გასული სამი წლის განმავლობაში, კორონავირუსის პანდემიისას რა გამოცდილება მიიღეს, რა უნდა ყოფილიყო უკეთესად გაკეთებული, როგორ უნდა ვიყოთ მზად მომავალი გამოწვევებისთვის. 21-ე საუკუნეში შესაძლოა, მსგავსი გამოწვევები განმეორდეს, შეიძლება, ეს განპირობებული იყოს ახალი შტამების გამოჩენით, გლობალური დათბობით, კლიმატის ცვლილებით, თუ სხვა მიზეზებით.

ალბათ, საქართველოსაც ექნება მსგავსი სტრატეგია მომავალი 5 წლის განმავლობაში. მოგეხსნებათ, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის პროგრამების კოორდინატორი ვარ საქართველოში. აღნიშნული მიმართულებით ვმუშაობ და მთავარი რეკომენდაციაა, რომ ანალიზი ჩატარდეს ქვეყანაში, თუ რა ვისწავლეთ პანდემიის დროს, როგორ უნდა მოვემზადოთ მსგავსი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საფრთხეებისადმი“, - აღნიშნა გამყრელიძემ.