რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, რუსულმა სამხედრო თვითმფრინავმა შავ ზღვაში უკრაინული სადაზვერვო ხომალდი გაანადგურა. მათივე ინფორმაციით, შემთხვევა გაზის წარმოების ობიექტებთან ახლოს მოხდა.
"დღეს ღამით, შავი ზღვის ფლოტის "სუ-30 სმ“ საზღვაო ავიაციის ეკიპაჟმა გაანადგურა უკრაინის შეიარაღებული ძალების სადაზვერვო კატარღა შავ ზღვაში, რუსული გაზის წარმოების ობიექტების მიდამოში“, - ნათქვამია განცხადებაში.
ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად სად მოხდა ინციდენტი. მომხდართან დაკავშირებით კიევს ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია.