ავტორი:

ონში მაშველებმა კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს - ამ დროისთვის სტიქიის ზონაში 29 ცხედარია აღმოჩენილი

ონში მაშველებმა კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს - ამ დროისთვის სტიქიის ზონაში 29 ცხედარია აღმოჩენილი

ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოების შედეგად მაშველების მიერ კიდევ ერთი ცხედარია ნაპოვნი, - ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

ამ დროისთვის სტიქიის ზონაში აღმოჩენილია 29 ცხედარი და საძიებო სამუშაოები 4 პირთან დაკავშირებით მიმდინარეობს.

სამძებრო სამუშაოებში ჩართულია ცოცხალი ძალა, მძიმე ტექნიკა, მცურავი საშუალებები და კინოლოგთა ჯგუფი.