დღეს შუადღისით, დაახლოებით 3 საათზე კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხანდაკში 70 წლის თამაზ სიმონიშვილმა 65 წლის ცოლი მოკლა. თავში დაჭრილი ქალი მეზობლების თვლაწინ გარდაიცვალა.
როგორც მეზობლები ჰყვებიან, მკვლელობას წინ ცხარე კამათი უძღოდა. ერთ-ერთი ადგილობრივის თქმით, აფექტში მყოფმა მამაკაცმა მკვლელობა ეჭვიანობის ნიადაგზე ჩაიდინა.
70 წლის თამაზ სიმონიშვილს გაქცევა არც უცდია, ის სამართალდამცველებს შინ დახვდა და ჩაბარდა. მამაკაცს ბრალი 109-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში) აქვს წაყენებული, ბრალდებული წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება და მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების საკითხზე გორის რაიონული სასამართლო ხვალ იმსჯელებს.