ავტორი:

კიევმა მოსკოვზე დრონებით მორიგი თავდასხმა სცადა, ერთ-ერთი დრონი "მოსკოვი-სიტის" შენობას შეეჯახა - რა ინფორმაციას ავრცელებს რუსეთის თავდაცვის უწყება?

კიევმა მოსკოვზე დრონებით მორიგი თავდასხმა სცადა, ერთ-ერთი დრონი "მოსკოვი-სიტის" შენობას შეეჯახა - რა ინფორმაციას ავრცელებს რუსეთის თავდაცვის უწყება?

კიევმა რუსეთის დედაქალაქს სამი დრონით შეუტია, ორი მათგანი საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდო, ერთი - რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებით ჩაახშეს და ბიზნეს ცენტრ "მოსკოვი-სიტის" ტერიტორიაზე ჩამოვარდა, - ინფორმაციას რუსული მედია თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

"23 აგვისტოს, ღამით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა აღკვეთეს კიევის რეჟიმის მორიგი მცდელობა, სამი უპილოტო საფრენი აპარატით მოსკოვზე ტერორისტული თავდასხმა განეხორციელებინა. ორი უპილოტო საფრენი აპარატი საჰაერო თავდაცვამ გაანადგურა, მესამე, რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებით ჩაახშეს და კონტროლის დაკარგვის შემდეგ "მოსკოვი-სიტის" კომპლექსის მშენებარე შენობას შეეჯახა", - აცხადებენ უწყებაში.

თავდაცვის სამინისტროში ირწმუნებიან, რომ "თავდასხმის მცდელობას" მსხვერპლი არ მოჰყოლია.