ავტორი:

რუსების წარუმატებელი მისიის შემდეგ, მთავარზე დაშვებას ინდური ხომალდი შეეცდება - იქცევა ინდოეთი მთვარის ამთვისებელ მე-4 სახელმწიფოდ?

რუსების წარუმატებელი მისიის შემდეგ, მთავარზე დაშვებას ინდური ხომალდი შეეცდება - იქცევა ინდოეთი მთვარის ამთვისებელ მე-4 სახელმწიფოდ?

ინდოეთის კოსმოსური ხომალდი, Chandrayaan-3 მთვარის სამხრეთ პოლუსზე დღეს დაეშვება. მისიის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში, ინდოეთი რიგით მეოთხე ქვეყანა გახდება, რომელიც მთვარის ზედაპირზე რბილი დაშვების ტექნოლოგიას დაეუფლა. მისი წინამორბედები არიან აშშ, ჩინეთი და ყოფილი საბჭოთა კავშირი. ექსპერტების თქმით, მისიის წარმატებას დაშვების ბოლო 15-20 წუთი განსაზღვრავს. თუ მისია წარმატებით განხორციელდა, ინდოეთი გახდება პირველი ქვეყანა, რომელიც 23 აგვისტოს მთვარის სამხრეთ პოლუსზე დასვამს თავის კოსმოსურ აპარატს.

ინდური კოსმოსური ხომალდი სატიშ დჰავანის კოსმოსური ცენტრიდან 14 ივლისს გაუშვეს.

ეს ინდოეთისთვის რიგით მეორე მცდელობაა. ქვეყანამ მისიის განხორციელება პირველად 2019 წელს, Chandrayaan-2-ით სცადა, მაგრამ ის წარუმატებლად დასრულდა, რადგან ხომალდი მთვარის ზედაპირს შეეჯახა. მიზეზად პროგრამული უზრუნველყოფის პრობლემები და მუხრუჭების გაუმართაობა დასახელდა.

Chandrayaan სანსკრიტზე "მთვარის მანქანას" ნიშნავს.

კოსმოსური ხომალდის მთვარის ზედაპირზე დაშვებას ინდოეთის კოსმოსური სააგენტო პირდაპირ ეთერში გადასცემს. ის ინდოეთის სტანდარტული დროით 5:20 საათზე დაიწყება. ხომალდი მთავარეზე საქართველოს დროით 17:30 საათზე უნდა დაეშვას.

შეგახსენებთ ამ ცოტა ხნის წინ, რუსულმა კოსმოსურმა მისიამ მთვარეზე კრახი განიცადა: "Луна-25"-ი ციური სხეულის ზედაპირს შეეჯახა და განადგურდა.

წყარო: bbc

მოამზადა: ანა სიბოშვილმა