ავტორი:

უბედური შემთხვევა ჩაქვში - მამაკაცი ტრაქტორმა ქვეშ მოიყოლა, რის შემდეგაც იგი გარდაიცვალა

უბედური შემთხვევა ჩაქვში - მამაკაცი ტრაქტორმა ქვეშ მოიყოლა, რის შემდეგაც იგი გარდაიცვალა

დაბა ჩაქვში, ერთ-ერთ სახელოსნოში 50 წლამდე მამაკაცი მძიმე ტექნიკის დაცემის შედეგად გარდაიცვალა. ადგილობრივების ინფორმაციით, შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. შუა ხნის მამაკაცი ტრაქტორის მძღოლი იყო, რომელიც სახელოსნოშიც იყო დასაქმებული.

"როგორც გავიგეთ, სახელოსნოში მუშაობდა, ტრაქტორიდან ჩამოვარდა, შემდეგ კი ტრაქტორი ამოყირავდა და მძღოლი ქვეშ მოიყოლა. სასწრაფო დახმარების ბრიგადა მოვიდა, თუმცა, სამწუხაროდ, მამაკაცი მძიმედ იყო დაშავებული და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა”,- ამბობენ ადგილობრივები.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებული.