ავტორი:

ქანიე უესტის ცოლი ქუჩაში კვლავ ექსტრავაგანტურად გამოწყობილი გამოჩნდა - "თითქმის შიშველმა" ბიანკამ იტალიაში არაერთი გამვლელი დააბნია

ქანიე უესტის ცოლი ქუჩაში კვლავ ექსტრავაგანტურად გამოწყობილი გამოჩნდა - "თითქმის შიშველმა" ბიანკამ იტალიაში არაერთი გამვლელი დააბნია

ქანიე უესტის ცოლმა, ბიანკა ცენსორიმ კიდევ ერთხელ მიიქცია ყურადღება თავისი უცნაური ჩაცმულობით. წყვილი ბოლო კვირებია ევროპაშია და ამჯერად იტალიის მაცხოვრებლებს აოცებს თავიანთი ექსტრაორდინალური იმიჯით.

"თითქმის შიშველმა" ბიანკამ იტალიის ქუჩებში არაერთი გამვლელი დააბნია. ის ხორცისფერი გამჭვირვალე მაისურითა და კოლგოტით სეირნობდა მეუღლესთან ერთად. ბიანკამ ჩაცმულობას თეთრი, ქუსლიანი ფეხსაცმელი შეუხამა, მკერდი კი შავი, გვერდზე გადასაკიდი ჩანთით დაფარა.

არანაკლებ უცნაური იყო ქანიეს სტილიც. ის მთლიანად შავებში იყო გამოწყობილი: დიდი ზომის მოსაცმელით შემოსილს თავზე მაისური ჰქონდა შემოხვეული და საყვარელი "წინდა-ფეხსაცმელი" ეცვა.

წყვილმა დახლიდან საკვები ერთად შეიძინა და სავახშმოდ გაეშურა.

წყარო: pagesix

მოამზადა: ანა სიბოშვილმა