ავტორი:

"ინდოეთი ახლა მთვარეზეა" - აზიური ქვეყნის ისტორიული კოსმოსური მისია და ახალი სიტყვა მთვარის შესწავლაში

"ინდოეთი ახლა მთვარეზეა" - აზიური ქვეყნის ისტორიული კოსმოსური მისია და ახალი სიტყვა მთვარის შესწავლაში

Chandrayaan-3 უკვე მთვარეზეა! კოსმოსური ხომალდი წარმატებით დაეშვა მთვარის სამხრეთ პოლუსთან. ამ მისიის წარმატებით დასრულებით, ინდოეთი პირველი ქვეყანა ხდება, რომლის კოსმოსურმა მისიამაც მთვარის სამხრეთ პოლუსზე დაშვება მოახერხა: მთვარეზე დაშვებული ყველა წინა ხომალდი ეკვატორთან ახლოს დაჯდა.

Chandrayaan-3-ის მთავარ მიზანს სამხრეთ პოლუსის წყალზე ნადირობა წარმოადგენს. ახლა სპეციალისტები რამდენიმე საათი დაელოდებიან, რათა ამტვერებული მთვარე დამშვიდდეს და დედამიწაზე ფოტოების გამოგზავნა შესაძლებელი გახდეს. შემდეგ ის მთვარის კრატერებზე იმოძრავებს და მნიშვნელოვან მონაცემებს შეაგროვებს, რაც ჩვენს პლანეტაზე გამოიგზავნება გამოსაკვლევად.

<blockquote class="twitter-tweet"><p lang="en" dir="ltr">LANDED! Chandrayaan-3 touchdown on the Moon.<a href="https://t.co/vQCGXMtAwa">https://t.co/vQCGXMtAwa</a> <a href="https://t.co/29lX65gZGg">pic.twitter.com/29lX65gZGg</a></p>&mdash; Chris Bergin - NSF (@NASASpaceflight) <a href="https://twitter.com/NASASpaceflight/status/1694327079133749379?ref_src=twsrc%5Etfw">August 23, 2023</a></blockquote> <script async src="https://platform.twitter.com/widgets.js" charset="utf-8"></script>

"ინდოეთი ახლა მთვარეზეა", - აცხადებს ინდოეთის პრემიერ-მინისტრი, ნარენდრა მოდი.

"ახლა სამხრეთ აფრიკაში ვიმყოფები, მაგრამ როგორც ყველა ინდოელის, ჩემი გული და გონებაც Chandrayaan-3-თანაა", - თქვა პრემიერმა და ეს მნიშვნელოვანი მიღწევა ინდოეთის კოსმოსურ სააგენტოს და ყველა ინდოელს მიულოცა.

შეგახსნებთ, ეს ინდოეთისთვის რიგით მეორე მცდელობა იყო. ქვეყანამ მისიის განხორციელება პირველად 2019 წელს, Chandrayaan-2-ით სცადა, მაგრამ ის წარუმატებლად დასრულდა, რადგან ხომალდი მთვარის ზედაპირს შეეჯახა. მიზეზად პროგრამული უზრუნველყოფის პრობლემები და მუხრუჭების გაუმართაობა დასახელდა.

ინდოეთი რიგით მეოთხე ქვეყანაა, რომელიც მთვარის ზედაპირზე რბილი დაშვების ტექნოლოგიას დაეუფლა. მისი წინამორბედები არიან: აშშ, ჩინეთი და ყოფილი საბჭოთა კავშირი.

წყარო: bbc

მოამზადა: ანა სიბოშვილმა