ავტორი:

ინდოეთში მშენებარე ხიდი ჩაინგრა, რასაც 26 ადამიანი ემსხვერპლა, არიან დაკარგულებიც

ინდოეთში მშენებარე ხიდი ჩაინგრა, რასაც 26 ადამიანი ემსხვერპლა, არიან დაკარგულებიც

ინდოეთის ქალაქ საირანგში მშენებარე სარკინიგზო ხიდი ჩაინგრა. უბედურ შემთხვევას მინიმუმ 26 ადამიანი ემსხვერპლა, არიან დაკარგულებიც, რომელთა სამძებრო სამუშაოებიც ჯერ კიდევ გრძელდება. შემთხვევის დროს სულ 40 მუშა იმყოფებოდა ადგილზე, იტყობინება ადგილობრივი მედია. მაშველებმა ჯერჯერობით მხოლოდ 3 ადამიანის გადარჩენა მოახერხეს.

ინციდენტის მიზეზს სამართალდამცავები იძიებენ. პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდის ოფისმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც იტყობინებიან, რომ დაზარალებულების დასახმარებლად ყოველ ღონეს იხმარენ. დაღუპულთა უახლოეს ნათესავებს კი მთავრობა 200 000 რუპიას (დაახლ. $2 400) ჰპირდება.

საირანგის 51 კმ სიგრძის სარკინიგზო ხაზის მშენებლობა 2 წლის წინ დაიწყო და მისი დასრულება დეკემბრისთვის იყო დაგეგმილი. ინდოეთში ამგვარი უბედური შემთხვევები იშვიათობას არ წარმოადგენს. შარშან ოქტომბერში, ინდოეთის დასავლეთით მდებარე შტატ გუჯარათში, ფეხით მოსიარულეთა დაკიდული ხიდის ჩამონგრევას 140-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

წყარო: bbc

მოამზადა: ანა სიბოშვილმა