ავტორი:

ნორვეგია უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავებს გადასცემს

ნორვეგია უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავებს გადასცემს

ნორვეგია უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავებს გადასცემს. ნორვეგიული მედიის ცნობით, ქვეყანამ უკრაინისთვის F-16-ის ტიპის თვითმფრინავების გადაცემის შესახებ გადაწყვეტილება უკვე მიიღო, მაგრამ რაოდენობა ჯერ არ ზუსტდება.

ინფორმაციას The Gardian-ი ავრცელებს.

ნიდერლანდებისა და დანიის შემდეგ ნორვეგია მესამე ქვეყანა გახდება, რომელიც უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავებს გადასცემს.

დღეს კიევში ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი, იონას გარ შტორე უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა და უკრაინისთვის საზენიტო რაკეტებისა და სხვა მოწყობილობის გადაცემა დააანონსა, მაგრამ F-16-თან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.