ცხელი ზაფხულის უფრო ცხელი ფასი „ჯინოს“ სერვისებზე, სპეციალურად hotsale.ge-ის მომხმარებლისთვის

ცხელი ზაფხულის უფრო ცხელი ფასი „ჯინოს“ სერვისებზე, სპეციალურად hotsale.ge-ის მომხმარებლისთვის

ზაფხული არის დრო, როდესაც თავგადასავლებისა და სასიამოვნო ემოციების წყურვილის მოკვლა შესაძლებელია ქალაქიდან შორს წასვლის გარეშეც. ცხელ სეზონზე დროის გასატარებლად ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და მარტივი გზა აკვა-პარკში სტუმრობაა. აქ შეგიძლიათ იპოვოთ გასართობი მთელი ოჯახისთვის ან მეგობრების ჯგუფისთვის.

თუ განტვირთვა გსურთ, მაგრამ ქალაქგარეთ გასვლას ვერ ახერხებთ Gino Paradise-ის გრანდიოზული აკვაპარკი Hotsale.ge-ისთან ერთად, ცხელი ზაფხულის პერიოდში თქვენს განწყობაზე იზრუნებს და ყველანაირ მოთხოვნას დააკმაყოფილებს. gino paradise-ს მრავალფეროვანი სივრცე გათვლილია ყველა ასაკის მომხმარებელზე. აკვაპარკში არის სხვადასხვა სახის სივრცე, როგორც საბავშვო, ასევე უფროსებისა და ექსტრემის მოყვარულთათვისაც.

დანაზოგების ყველაზე მასშტაბრი პლატფორმა საქართველოში Hotsale.ge წლებია “ჯინო ფერედაისთან”თანამშრომლობს, ამ მეგობრობის წყალობით კი საიტის მომხმარებლებს აქვთ შესაძლებლობა ისარგებლონ 25%-იანი დანაზოგით როგორც აკვაპარკის, ისე სპა ცენტრის შეთავაზებებზე.

Gino Paradise-ში სტუმრობისას დაგხვდებათ:

10-მდე სახეობის აუზი, სლაიდები და გასართობი პროგრამა

ეს სივრცე იდეალურია გასართობად და ასევე, ადრენალინის მოყვარული ადამიანებისთვის. აკვაპარკის ტერიტორიაზე წარმოდგენილია ევროპაში ყველაზე მაღალი, 31 მეტრიანი ტობოგანი, 6 სხვადასხვა ეფექტის ჩამოსასრიალებელი სლაიდით. ღია სლაიდების დიდი არჩევანი, ნებისმიერი ასაკისთვის; სარელაქსაციო აუზი; ბავშვთა წყლის პარკი; პანორამა აუზი ბარით; გარე საბავშვო სივრცე, აუზით, საბავშვო ტობოგანითა და სხვადასხვა სასრიალოთი; ველური მდინარე - ატრაქცია წყლის ნაკადის ეფექტით, სადაც სტუმრებს შეუძლიათ კამერით მიყვნენ წყლის დინებას და ტალღოვანი აუზი, სადაც ზღვის ნამდვილი ტალღების ეფექტს შეიგრძნობთ.

ტალღოვან აუზზე კი ყოველდღიური გასართობი პროგრამაა როგორ პატარებისთვის, ასევე უფროსებისთვის.

კვების ობიექტები

აკვაპარკის ტერიტორიაზე რამდენიმე საკვები ობიექტია განთავსებული, სადაც შესაძლებელია ცივი სასმელებისა და უგემრიელესი კერძების დაგემოვნება. GINO PARADISE – ის ტერიტორიაზე კვების 10-ზე მეტი ობიექტი ფუნქციონირებს და ყველა მათგანი ხელმძღვანელობის HACCP – ის სტანდარტით.

ველნეს და სპა დარბაზები

VIP ზონაში შემავალი ველნეს და სპა დარბაზები უზრუნველყოფს სრულ განტვირთვას და დასვენებას უმაღლეს დონეზე.

სპა სივრცეში მოგემსახურებათ:

  • 6 ტიპის საუნა;
  • ტეპიდარიუმი ;
  • ცივი აუზი;
  • ცხელი ვირპული;
  • სხვადასხვა ტიპის საშხაპე;
  • ოქროს თერაპია;
  • ფეხის აბაზანები;
  • ყინულის ბორცვი;
  • მტკნარი და მარილიანი წყლის ვირპულები.

პრივატული მოსასვენებელი ბაღი

იდეალურია ჰაერზე სასიამოვნო დროის გასატარებლად და დასასვენებლად.

ექსელენთ სივრცე

ექსელენთი ეს არის პრივატული სივრცე უნიკალური პროდუქტებითა და სერვისით. სივრცეში განთავსებულია:

  • ლუდის აბაზანა, რომელიც ივსება თბილი ლუდის ექსტრაქტით და იქვე მოედინება სტუმრებისთვის ცივი ლუდი;
  • კლეოპატრას ოქროს აბაზანები: 24 კარატიანი ოქროთი მოპირკეთებული აბაზანები თბება და ივსება რძის, ყვავილებისა და ღვინის ექსტრაქტით;
  • ამავე სივრცეშია მოსასვენებელი ოთახი გამთბარი ქვის სავარძლებით, სენსორული ვირპული ჟანგბადით გამდიდრებული ჰაერისა და წყლის ჭავლის მასაჟორებით. ფინური, ორთქლისა და მცენარეული საუნები, საშხაპეები სხვადასხვა ეფექტის ატრაქციით;
  • ექსელენთშია განთავსებული ყინულის ოთახი თოვლცვენის ეფექტით. ეს არის ამიერკავკასიაში უნიკალური კრიო საუნა.

R