ავტორი:

დიკაპრიო 25 წლის იტალიელ მოდელთან ერთად შენიშნეს - როგორც ამბობენ, ვიტორია ჯიჯი ჰადიდის მეგობარია, რომელთანაც ლეოს რომანზეც ყვითელი პრესა ბევრს წერდა

დიკაპრიო 25 წლის იტალიელ მოდელთან ერთად შენიშნეს - როგორც ამბობენ, ვიტორია ჯიჯი ჰადიდის მეგობარია, რომელთანაც ლეოს რომანზეც ყვითელი პრესა ბევრს წერდა

ლეონარდო დიკაპრიო კვლავ 30 წლამდე მოდელების გარემოცვაში ტრიალებს. ამჯერად, 48 წლის ოსკაროსანი მსახიობი 25 წლის იტალიელ მოდელ ვიტორია ჩერეტისთან ერთად სეირნობდა. წყვილი კალიფორნიულ ხვატში ნაყინითა და ცივი ყავით ცდილობდა გაგრილებას - კარგ განწყობაზე ჩანდნენ და ერთმანეთთან საუბარში იყვნენ ჩაფლული. როგორც ყოველთვის, დიკაპრიო კეპით, შავი სათვალეებით და სახის ნიღბით ცდილობდა პაპარაცებისთვის თავის არიდებას, მაგრამ უშედეგოდ.

ნაყინის მაღაზიიდან გამოსვლის შემდეგ დიკაპრიომ ჩერეტის ხელსახოცები მიაწოდა და ორივე მანქანისკენ გაემართა.

შუახნის ასაკს მიღწეულ მსახიობს საკმაოდ დატვირთული ზაფხული ჰქონდა - იახტაზე მოდელების კამპანიაში გართობის შემდეგ, ის მიკ ჯაგერის დაბადების დღის წვეულებასაც სტუმრობდა.

მიუხედავად იმისა, რომ დიკაპრიო ხშირად ჩნდება სხვადასხვა მოდელებთან ერთად, წყაროების ცნობით, ლეო ისევ მოდელ ჯიჯი ჰადიდს ხვდება. პირველად, მათ შესახებ ინფორმაცია 1 წლის წინ გავრცელდა. ჰადიდი და დიკაპრიო თავიანთი რომანის საწყის ეტაპზე ხშირად ატარებდნენ ერთად დროს, თუმცა გარკვეული დროის შემდეგ, მათი სიყვარული ჩაცხრა და უკვე რამდენიმე თვეა წყვილი პაპარაცების კამერებს არ აღუბეჭდავს.

რაც შეეხება ჩერეტის, ის პრესის ცნობით, ჯიჯი ჰადიდის მეგობარია და დიჯეი მატეო მილერიზეა დაქორწინებული.

ჯიჯი ჰადიდი და ვიტორია ჩერეტი

წყარო: pagesix

მოამზადა: ანა სიბოშვილმა