ავტორი:

"არ არსებობს ინფორმაცია, რომელიც დაადასტურებს, რომ ევგენი პრიგოჟინის თვითმფრინავი რაკეტით ჩამოაგდეს" - რა ინფორმაციას ავრცელებს პენტაგონი?

"არ არსებობს ინფორმაცია, რომელიც დაადასტურებს, რომ ევგენი პრიგოჟინის თვითმფრინავი რაკეტით ჩამოაგდეს" - რა ინფორმაციას ავრცელებს პენტაგონი?

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ამჟამად არ არსებობს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თვითმფრინავი, რომელშიც რუსული კერძო სამხედრო კომპანიის „ვაგნერის“ ხელმძღვანელი, ევგენი პრიგოჟინი იმყოფებოდა, მიწა-ჰაერი კლასის რაკეტამ ჩამოაგდო.

"ამჟამად არ გვაქვს ინფორმაცია, რომელიც ადასტურებს პრესაში გავრცელებულ ცნობას, რომ თვითმფრინავი მიწა-ჰაერის კლასის რაკეტამ ჩამოაგდო“, - განაცხადა პენტაგონის პრესსპიკერმა, აშშ-ის საჰაერო ძალების ბრიგადის გენერალმა პატრიკ რაიდერმა.

მან ასევე არ გააკეთა კომენტარი იმასთან დაკავშირებით, ფიქრობს თუ არა შეერთებული შტატების ხელისუფლება, რომ თვითმფრინავის ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობა აფეთქდა, ან იყო ეს ავიაკატასტროფა თუ განზრახ ჩადენილი მკვლელობა.

Reuters-მა გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ შეერთებული შტატები პრიგოჟინის თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზების შესახებ არაერთ თეორიას განიხილავს. ერთ-ერთი ვერსიით, თვითმფრინავს მიწა-ჰაერი კლასის რაკეტა ესროლეს.

ოფიციალურმა პირებმა, რომლებმაც სააგენტოსთან ანონიმურობის პირობით ისაუბრეს, ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ინფორმაცია ჯერ კიდევ წინასწარია, განხილვის პროცესშია და შეფასების შეცვლა გამორიცხული არ არის.

ამასთან, The Wall Street Journal-მა ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ავიაკატასტროფა თვითმფრინავში ბომბის აფეთქებამ ან სხვა დივერსიამ გამოიწვია.

წაიკითხეთ ასევე: