ავტორი:

როჰინჯა: მსოფლიოს უდიდესი ლტოლვილთა ბანაკი, სადაც გაუგონარი სისასტიკეები ხდება - "დღე და ღამე მავთულხლართებითა და ჯოხებით მცემდნენ. მეგონა, ვერ გადავრჩებოდი“

როჰინჯა: მსოფლიოს უდიდესი ლტოლვილთა ბანაკი, სადაც გაუგონარი სისასტიკეები ხდება - "დღე და ღამე მავთულხლართებითა და ჯოხებით მცემდნენ. მეგონა, ვერ გადავრჩებოდი“

ბანგლადეშში, მსოფლიოს უდიდეს ლტოლვილთა ბანაკზე ბანდების თავდასხმის შედეგად 48 ადამიანი დაიღუპა. ნარკოტიკების კონტრაბანდისა და ადამიანებით მოვაჭრე დაჯგუფებები კოქსის ბაზარში დაბანაკებულ როჰინჯას ეთნიკურ ჯგუფს ესხმიან თავს.

"ღამით ვერ ვიძინებ. ბანაკის დატოვება გვინდა. არ ვიცი, რა მომავალი გველოდება მე და ჩემს შვილებს", - ამბობს ერთ-ერთი ლტოლვილი BBC- სთან საუბრისას.

ჯგუფებს ასევე ბრალად ედებათ გამოსასყიდის მიღების მიზნით ხალხის გატაცება, იძულებით ქორწინება და ბავშვთა ტრეფიკინგი.

"მილიონი ადამიანია ყოველგვარი შესაძლებლობების გარეშე - ეს ქმნის სივრცეს კრიმინალებისთვის. ისინი განუწყვეტლივ ძალადობენ. აუცილებელია მათი პასუხისგებაში მიცემა“, - განაცხადა Human Rights Watch-ის აზიის დირექტორის მოადგილემ მინაკში განგულიმ.

ბანგლადეშის ხელისუფლების თქმით, ლტოლვილთა ბანაკების დასაცავად შეიარაღებული პოლიციის ბატალიონის 2000-ზე მეტი თანამშრომელი განათავსა, მაგრამ ერთადერთი გამოსავალი ძალადობის შესაჩერებლად ლტოლვილების მიანმარში დაბრუნებაა.

ერთ-ერთი ლტოლვილი ამბობს, რომ დაჯგუფების წევრები 4 ღამის განმავლობაში აწამებდნენ:

"დღე და ღამე მავთულხლართებითა და ჯოხებით მცემდნენ. მეგონა, ვერ გადავრჩებოდი“ - ამბობს 21 წლის ახალგაზრდა.

ბანგლადეშის ხელისუფლება აცხადებს, რომ მათი შეშფოთება როჰინჯას რაიონებში უსაფრთხოების გაუარესებასთან დაკავშირებით რეალობად იქცევა.

შეგახსენებთ, რომ მიანმარი და ბანგლადეში ლტოლვილების შესაძლო რეპატრიაციაზე 2017 წელს შეთანხმდნენ, მაგრამ მას შემდეგ არანაირი პროგრესი არ ყოფილა.

როჰინჯას ეთნიკური და რელიგიური ჯგუფის წევრების დევნა გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან, ხოლო ძალადობრივი ციკლი 1978 წლიდან დაიწყო და დღემდე გრძელდება - ამის მიზეზი კი მათი რელიგიაა.