ავტორი:

"უკრაინის შეიარაღებული ძალები სამხრეთ ფრონტზე მიღწეულ პოზიციებზე მაგრდებიან" - რა ვითარებაა ფრონტის ხაზზე: უახლესი ცნობები

"უკრაინის შეიარაღებული ძალები სამხრეთ ფრონტზე მიღწეულ პოზიციებზე მაგრდებიან" - რა ვითარებაა ფრონტის ხაზზე: უახლესი ცნობები

უკრაინელმა სამხედროებმა სამხრეთ ფრონტზე წარმატებას ორი მიმართულებით მიაღწიეს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის პრესსპიკერმა, ანდრეი კოვალევმა განაცხადა.

მისი თქმით, თავდაცვის ძალები აგრძელებენ შეტევითი ოპერაციის ჩატარებას მელიტოპოლის მიმართულებით.

"მათ წარმატებას მიაღწიეს ნოვოდანილოვკა-ნოვოპროკოპოვკასა ​​და მალაია ტოკმაჩკა-ოჩერეტოვატოეს მიმართულებებით და მიღწეულ პოზიციებზე მაგრდებიან", - აღნიშნა კოვალევმა.

მისი თქმით, ბახმუტის მიმართულებით თავდაცვის ძალები ქალაქ ბახმუტის სამხრეთით წინსვლას აგრძელებენ.