ავტორი:

სტიქიის შედეგად დაღუპული გვანცა ბუბაშვილის ცხედარი იდენტიფიცირებულია

სტიქიის შედეგად დაღუპული გვანცა ბუბაშვილის ცხედარი იდენტიფიცირებულია

შოვში, სტიქიის შედეგად დაღუპული გვანცა ბუბაშვილის ცხედარი იდენტიფიცირებულია. ინფორმაცია AMBEBI.GE-ს გოგონას ოჯახის ახლობელმა დაუდასტურა.

გოგონას ცხედარს სახლში დღეს გადაასვენებენ.

გვანცა ბუბაშვილი შოვში მეგობრებთან, სალომე ხეთაგურთან და ნინი კენჭაძესთან ერთად იმყოფებოდა. ისინი კალცის წყლის ტერიტორიაზე მანქანით გაადგილდებოდნენ, რა დროსაც მეწყერში მოჰყვნენ. სალომე ხეთაგურის ცხედარი მაშველებმა რამდენიმე დღის წინ იპოვეს, ხოლო ნინი კენჭაძის ცხედარს სტიქიიდან მესამე დღეს მიაგნეს.

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის, პაპუნა მარგველიძის განცხადებით, შოვში, სტიქიის ზონიდან ამოსვენებული 31 მოქალაქიდან 28 იდენტიფიცირებულია, 3 გარდაცვლილთან დაკავშირებით კი პასუხს ელოდებიან.

როგორც მან აღნიშნა, პრევენციის მიზნით გლოლის ტერიტორიაზე, მდინარე ჭანჭახის აუზის შენაკადებში კალაპოტის წმენდა მიმდინარეობს.

"გუშინ სამძებრო სამუშაოების შედეგად მაშველებმა ამოიყვანეს 2 გარდაცვლილის ცხედარი, რომელიც გადაყვანილია ექსპერტიზაზე, იდენტიფიცირების მიზნით. ამ დროისთვის, 31 მოქალაქის ცხედარია ნაპოვნი, საიდანაც 28 არის იდენტიფიცირებული და ველოდებით 3 გარდაცვლილი მოქალაქის იდენტიფიცირების პასუხებს.

სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს, როგორც სტიქიის ეპიცენტრში - კურორტ შოვის ტერიტორიაზე, ასევე, მდინარე ჭანჭახისა და რიონის კალაპოტებში, ამასთან, გუმათჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე. პრევენციის მიზნით გლოლის ტერიტორიაზე მიმდინარეობს მდინარე ჭანჭახის აუზის შენაკადებში კალაპოტის წმენდა, აღდგენილია წყალმომარაგების სისტემა სოფელ გლოლაში“, - განაცხადა პაპუნა მარგველიძემ.