ავტორი:

კრემლის პრესსპიკერი პრიგოჟინის ავიაკატასტროფაში დაღუპვის თაობაზე პუტინის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს პასუხობს: რას აცხადებს პესკოვი

კრემლის პრესსპიკერი პრიგოჟინის ავიაკატასტროფაში დაღუპვის თაობაზე პუტინის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს პასუხობს: რას აცხადებს პესკოვი

კრემლის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი უარყოფს მოსაზრებას, რომ რუსეთის მთავრობას რაიმე კავშირი აქვს ავიაკატასტროფასთან, რომელსაც „ვაგნერის“ ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის სიცოცხლე ემსხვერპლა.

მისი თქმით, აღნიშნულ ავიაკატასტროფასა და პრიგოჟინის „ტრაგიკულ დაღუპვასთან“ დაკავშირებით დასავლეთში უამრავი სპეკულაცია არსებობს, რაც „აბსოლუტური სიცრუეა".

„ამ კატასტროფისა და თვითმფრინავის მგზავრების, მათ შორის ევგენი პრიგოჟინის, ტრაგიკული დაღუპვის ირგვლივ ბევრი სპეკულაცია არსებობს. რა თქმა უნდა, დასავლეთში ყველა ეს სპეკულაცია გარკვეული კუთხით არის წარმოდგენილი. ეს ყველაფერი აბსოლუტური სიცრუეა“, - აღნიშნა პესკოვმა.

მისი თქმით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.

„ამ დროისთვის ბევრი ფაქტი არ გვაქვს, ფაქტები უნდა დაზუსტდეს ოფიციალური გამოძიების დროს, რომელიც ახლა მიმდინარეობს“, - აღნიშნა პესკოვმა.