ავტორი:

ანტარქტიდაზე ყინულის დნობამ პინგვინების მასობრივად განადგურება გამოიწვია - თუ ასე გაგრძელდა, გადაშენების პირას იქნებიან

ანტარქტიდაზე ყინულის დნობამ პინგვინების მასობრივად განადგურება გამოიწვია - თუ ასე გაგრძელდა, გადაშენების პირას იქნებიან

ანტარქტიდის ბელინგჰაუზენის ზღვაში ყინულის დნობის გამო, იმპერატორი პინგვინების დიდი რაოდენობა დაიღუპა - ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანეთის ანტარქტიდის კვლევის ორგანიზაცია აქვეყნებს.

ანტარქტიდის სატელიტური სურათების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ პინგვინების გამრავლების ადგილებში ყინული მთლიანად დადნა.

ზღვის ყინულის მოცულობა ანტარქტიდაში 2016 წლის შემდეგ ახალ ნიშნულს აღწევს. პინგვინების გამრავლებისთვის საჭირო ყინულის შემცირებამ უკვე დააზარალა მათი დაახლოებით მესამედი.

ვარაუდობენ, რომ თუ ყინულის დნობა ამჟამინდელი ტემპით გაგრძელდება, იმპერატორი პინგვინების 90%-ზე მეტი საუკუნის ბოლომდე გადაშენების პირას იქნება.