ავტორი:

"არ მომწონს ის ტონი, ლექსიკა, რომელსაც ამ კონკრეტულ ვიდეოში ვისმენ! და დიახ, არ მინდა, ჩემი შვილი ასე იქცეოდეს" - რას წერს ცნობილი ვიდეოს შესახებ რომან დოლიძე

"არ მომწონს ის ტონი, ლექსიკა, რომელსაც ამ კონკრეტულ ვიდეოში ვისმენ! და დიახ, არ მინდა, ჩემი შვილი ასე იქცეოდეს" - რას წერს ცნობილი ვიდეოს შესახებ რომან დოლიძე

რამდენიმე დღეა, სოციალურ ქსელში პოპულარულია ვიდეო, სადაც ჩანს, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტში ჩაცმის სტილის გამო, ერთი ქალი მეორეს შენიშვნას აძლევს, რაც სიტყვიერი დაპირისპირების მიზეზი ხდება.

  • საზოგადოების დიდი ნაწილი აკრიტიკებს იმ ადამიანს, რომელიც მისთვის უცნობ მოქალაქეს აღნიშნულ თემაზე შენიშვნას აძლევს, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებსაც სხვაგვარი მოსაზრება აქვთ. მათ შორის ერთ-ერთი ცნობილი სპორტსმენი რომან დოლიძეა, რომელიც ამ თემასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს.

"ვიდეო სხვადასხვა ინტერპრეტაციით რომ არ გავრცელდეს, აქვე დავურთავ: შენიშვნა ზოგჯერ შეიძლება იყოს, უადგილო, უმიზეზო, უსამართლოც კი, რამაც თავისთავად შეიძლება გული გვატკინოს, მაგრამ ხშირად ჩვენი რეაქცია, სიტყვა და საქციელი ჩვენს შინაგან კულტურაზეც მეტყველებს.

ყველას აქვს უფლება ჩაიცვას და გამოიყურებოდეს ისე, როგორც მას სურს, მაგრამ ამ შინაგანმა თავისუფლებამ არ უნდა გაიაროს, არც ერთი მხარის და მით უფრო, უფროსი თაობის უპატივცემულობაზე!

კარგად მესმის, რომ მე არ ვაკეთებ “პოპულარულ” განცხადებას, მაგრამ ეს უკანასკნელი ნაკლებად მაინტერესებს, რადგან ყოველთვის ვამბობ იმას, რასაც ვფიქრობ და რისიც მჯერა. როგორი მიუღებელიც არ უნდა იყოს ოპონენტის აზრი, საშინლად არ მომწონს საუბრის ის ტონი და ლექსიკა, რომელსაც ამ კონკრეტულ ვიდეოში ვისმენ!

და დიახ! არ მინდა, ჩემი შვილი ასე იქცეოდეს", - წერს რომან დოლიძე.