შოვში, სტიქიის ზონაში დაღუპულ ნატო ჭელიძეს და მის შვილებს, ლუკას, ანდრია და ანასტასია დუდაშვილებს დღეს დაკრძალავენ. მოქალაქეებმა ისინი ბოლო გზაზე ქაშუეთის ტაძრიდან გააცილეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.
ცნობისთვის, შოვში მომხდარი უმძიმესი ტრაგედიიდან 23 დღე გავიდა.
ოფიციალური მონაცემებით, ამ დრომდე იდენტიფიცირებულია 31 გარდაცვლილი. მაშველები კიდევ 2 ადამიანს ეძებენ.