ავტორი:

"სიმპათიური ბიჭია, საოცარი ბიჭი" - ჯო ბაიდენი ფულტონის ციხეში გადაღებულ დონალდ ტრამპის ფოტოზე

"სიმპათიური ბიჭია, საოცარი ბიჭი" - ჯო ბაიდენი ფულტონის ციხეში გადაღებულ დონალდ ტრამპის ფოტოზე

სიმპათიური ბიჭია, საოცარი ბიჭია, - ასეთი კომენტარი გააკეთა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ექს-პრეზიდენტ დონალდ ტრამპისთვის, საპატიმროში გადაღებულ ფოტოსთან დაკავშირებით.

"ტელევიზორში ვნახე. სიმპათიური ბიჭია, საოცარი ბიჭია“, - განაცხადა ბაიდენმა.

ცნობისთვის, დონალდ ტრამპის აშშ-ის პირველი ექს-პრეზიდენტი გახდა, რომელსაც საპატიმროში ფოტო გადაუღეს, მას შემდეგ, რაც იგი შტატ ჯორჯიას ფულტონის ოლქის ციხეში ჩაბარდა 2020 წლის არჩევნებში ჯორჯიაში ბაიდენის მცირე სხვაობით გამარჯვების გაუქმების მცდელობების ბრალდებით.