ავტორი:

"ყველაფერი, რაც ქართულ კულტურას უკავშირდება, გარკვეულწილად აღიქმება როგორც ჩვენი კულტურის ნაწილი..." - დიმიტრი მედვედევი

"ყველაფერი, რაც ქართულ კულტურას უკავშირდება, გარკვეულწილად აღიქმება როგორც ჩვენი კულტურის ნაწილი..." - დიმიტრი მედვედევი

რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის განცხადებით, ქართული კულტურა რუსეთის კულტურის ნაწილად აღიქმება - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული პროპაგანდისტული მედია ავრცელებს.

"ყველაფერი, რაც ქართულ კულტურას უკავშირდება, გარკვეულწილად აღიქმება როგორც ჩვენი კულტურის ნაწილი... თუ ინტერნეტში ეძებთ მწვადს ან რაიმე მსგავსს, მაშინ უმეტეს ქვეყნებში ის აღიქმება არა როგორც კავკასიური სამზარეულოს ნაწილად, არამედ როგორც სრულიად რუსული სამზარეულოს ნაწილი... იგივე ეხება მუსიკას და ელიტებს, მათ შორის კულტურულს" - განაცხადა მედვედევმა.

გარდა ამისა, მედვედევის თქმით, რუსეთი და საქართველო "ისევ იმეგობრებენ".

ჟურნნალისტმა მედვედევს ჰკითხვა: "დადგება თუ არა დრო, როცა ქვეყნები მეგობრულ ურთიერთობებს დაუბრუნდებიან", რაზეც მედვედევმა მიუგო: "ასეთი დრო რა თქმა უნდა დადგება. თუმცა როდის - არ ვიცი. დარწმუნებული ვარ, რომ ეს დრო შორს არ არის"