ავტორი:

ქუთაისში მაღაზიათა ქსელის საწყობში ხანძარი გაჩნდა

ქუთაისში მაღაზიათა ქსელის საწყობში ხანძარი გაჩნდა

ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე მაღაზიათა ქსელ „ჯიბეს” საწყობში ხანძარი გაჩნდა. თვითმხილველების თქმით, ადგილზე მათ აფეთქების ხმაც გაიგონეს. პერიმეტრზე ამ დროისთვის ძლიერი დაკვამლიანებაა, ადგილზე კი სახანძრო-სამაშველო სამსახურები მუშაობენ.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

ასევე უცნობია, შემთხვევას შედეგად დაშავდა თუ არა ვინმე.