ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გიორგი ნოდარიშვილის განცხადებით, სოფელ ზუდალში მიწის ფერდობის ჩამოშლამ ცენტრალური საავტომობილო გზის გარკვეული ნაწილის დაზიანება გამოიწვია.
მისივე თქმით, დაზიანებული მონაკეთი უახლოეს მომავალში აღდგება.
"ქუთაისი-ალპანა-მამისონის 107-ე კილომეტრზე სახიდე გადასასვლელის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოების დროს ეს საფრთხეც მოსალოდნელი იყო. გათვალისწინებული იყო ყველა პირობა იმისთვის, რომ არ დაზიანებულიყო არავინ, ვინც სამუშაოებში იღებდა მონაწილეობას. რაც მთავარია, სამუშაოების დროს არავინ დაშავებულა. გზა არის გახსნილი მსუბუქი ავტომანქანებისთვის. ამ ეტაპისთვის გამეორების საფრთხე არ არსებობს. ახლა მოხდება გზის აღდგენა, შესაბამისად, არანაირი პრობლემა აღარ იქნება“, – განაცხადა გიორგი ნოდარიშვილმა.
ასევე იხილეთ: