ავტორი:

ავიაკატასტროფა ავსტრალიაში - საწვრთნელი სწავლების დროს თვითმფრინავის ჩამოვარდა: დაიღუპა სამი ამერიკელი საზღვაო ქვეითი

ავიაკატასტროფა ავსტრალიაში - საწვრთნელი სწავლების დროს თვითმფრინავის ჩამოვარდა: დაიღუპა სამი ამერიკელი საზღვაო ქვეითი

ავსტრალიაში, სამხედრო წვრთნების დროს Osprey-ს ტიპის თვითმფრინავი ჩამოვარდა, რის შედეგადაც სამი ამერიკელი საზღვაო ქვეითი დაიღუპა, რამდენიმე კი- დაშავდა, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ტელეკომპანიის ცნობით, თვითმფრინავის ბორტზე მყოფი 23 საზღვაო ქვეითი იმყოფებოდა, სამი მათგანი დაიღუპა, ხუთი დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათი მდგომარეობა მძიმეა.

ინციდენტი ავსტრალიაში, მელვილის კუნძულზე Exercise Predators Run-ის მიმდინარეობისას მოხდა.

დაშავებული საზღვაო ქვეითების ნაწილს სამედიცინო დახმარება ადგილზე გაუწიეს.